2016 წლის განმავლობაში სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” 56 544 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება უნდა განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიასთან შეთანხმებული, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” 2016 წლის საინვესტიციო გეგმა 34 280 444 (მლნ) ლარს შეადგენს, მათ შორის, 12 729 185 მლნ ლარი გათვალისწინებულია 0.4.კვ ქსელის რეაბილიტაციისათვის, 6 269 599 მლნ ლარი – ინდივიდუალური გამრიცხველიანებისათვის, 3 435 914 მლნ ლარი – გადამცემი ხაზების რეაბილიტაციისათვის.
სემეკ-მა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” 2016 წლის საინვესტიციო გეგმაზე იმსჯელა, რომელიც კომპანიამ კომისიაში ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარადგინა.
