LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

100

როგორი იყო 2016 წელი ქართული ეკონომიკისა და ბიზნესისთვის? ამის გასაგებად აუცილებელია, წინა წლის მთავარი მოვლენები შევაჯამოთ.

“ფორტუნა” გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ბიზნეს მოვლენას:

  1. ლარის გაუფასურება

მთავარი მოვლენა ქართულ ეკონომიკაში და სამწუხაროდ ნეგატიური ლარის გაუფასურება იყო. ეს ყველა სექტორზე ერთნაირად აისახა. თუმცა, ბოლო კვირას ეროვნული ბანკის ინტერვენციითა და ლარზე მოთხოვნის გამო, კურსის გაუფასურების ტენდენცია აღარ შეინიშნება და ახალ წელს საქართველო 2.6468–იანი კურსით ხვდება.

2. მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

3. მაღალმთიან რეგიონებში პენსია 216 ლარამდე გაიზარდა.

4. 30 წლიანი პაუზის შემდეგ კოხტა–მიტარბიმ დამსვენებლები კვლავ მიიღო.

5. დამწყები ბიზნესმენებისთვის ხელშეწყობის პროექტი.

 

ბიზნეს სექტორში კი 5 მთავარი მოვლენა რომელიც “ფორტუნამ” გააშუქა ასე გამოიყურება:

 

  1. ბილთმორ თბილისის გახსნა.

      2. საჰაერო ტაქსების ქართულ ბაზარზე გამოჩენა.

       3. გავიგეთ რომ ტრამ თაუერი აღარ აშენდება.

       4. ბანკების და სხვადასხვა კერძო კომპანიების გამსხვილების პროცესი.

მონოპოლიის საფრთხე გაჩნდა როგორც საბანკო ასევე, ტელეკომუნიკაციების სფეროში. აღსანიშნავია, ასევე სააფთიაქო ბიზნესში განხორციელებული ცვლილებები.

საქართველოს და თიბისი ბანკმა მცირე ბანკების აქციები შეისყიდა; ევექსმა ჯიპისი და სხვა კომპანიები…

        5. ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლა.

 

როგორი წელი გველის?

იანვრიდან კი რაც უკვე ცნობილია, ფასები საწვავზე, ავტომობილებზე და სიგარეტზე იზრდება.

 

რაც შეეხება მოლოდინებს, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურია. 2016 წელი დაპირებისამებრ მეოთხე საუკეთესო წელი უნდა ყოფილიყო. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ხელსუფლება იმას ერთ წელში, რაც 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო – ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის “ჯიბეზე” აისახოს.

თამთა უთურგაშვილი