16 სექტემბერს ლონდონის მოდის კვირეულზე TOPSHOP-მა 2016 წლის Unique-ს კოლექცია წარადგინა. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ბრენდ მარკეტინგის მენეჯერმა, თამთა ჭანტურიძემ აღნიშნა, კოლექციაში წარმოდგენილია ლეოპარდისა და ზებრის პრინტები, 80-იანი წლებით შთაგონებული ტყავის ელემენტები, მკრთალი ვარდისფერი ბრეტელებიანი კაბა, ე.წ. „puffer” ქურთუკები, წელში გამოყვანილი კაბები და ელეგანტური კლასიკური ფეხსაცმელები
”ლონდონის მოდის კვირეული ტოპმოდელმა – ტეილორ ჰილმა გახსნა. როგორც TOPSHOP – ის კრეატიულმა დირექტორმა, კეით ფელანმა, განაცხადა, TOPSHOP გადავიდა See It Buy It რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ TOPSHOPUnique-ს ჩვენების დასრულებისთანავე, როგორც აღნიშნული კოლექციის ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე ნებისმიერ მომხმარებელს,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, შეუძლია ”ონლაინ” შეიძინოს მისთვის სასურველი ტანსაცმელი ან აქსესუარი TOPSHOP-ის ოფიციალური გვერდიდან”, – განაცხადა ჭანტურიძემ.
TOPSHOP-ი ”თბილისი მოლში” მდებარეობს და მაღაზია ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.