LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ყველაზე ცუდი ფილმები

44

ჟურნალმა „ფორბსმა“ 2016 წლის ყველაზე ცუდი ფილმების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პროექტები მიმდინარე წლის ფინანსური მონაცემების მიხედვით შედგა. პირველი ადგილი ფილმმა „რკინის მაქსი“ დაიკავა, რომელიც სათამაშოების კომპანია Mattel Max Steel-ზეა დაფუძნებული.

მეორე ადგილზე დრამა „ჯონსის თავისუფალი შტატი“ განთავსდა, რომელშიც მთავარ როლს მეთიუ მაკკონაჰი ასრულებს. სამეულს კი ენდი სემბერგის კომედია „პოპ-ვარსკვლავი: არ გაჩერდე“ ხურავს. რაც შეეხება, 10 ყველაზე ცუდ ფილმს, რეიტინგი ასე გამოიყურება:

1.“რკინის მაქსი“ – 10 მილიონიანი ბიუჯეტით მისმა მოგებამ 4,4 მილიონი შეადგინა;
2. „ჯონსის თავისუფალი შტატი“ – 50 მილიონიანი ბიუჯეტით 23,2 მილიონი გამოიმუშავა;
3. „პოპ-ვარსკვლავი: არ შეჩერდე“ – 20 მილიონიდან 9,5 მილიონი;
4. „სიამაყე, ცრურწმენა და ზომბი“ – 28 მილიონიდან 16,5 მილიონი;
5. „რეჩტეტი და კლანკი: გალაქტიკის რეინჯერები“ – 20 მილიონიდან 11,8 მილიონი;
6. „ჯაშუში მეზობლები“ – 40 მილიონიდან 26,9 მილიონი;
7. „რეპორტიორი“ – 35 მილიონიდან 24,9 მილიონი;
8. „გრიმსბი“ – 35 მილიონიდან 28,7 მილიონი;
9. „სნოუდენი“ – 40 მილიონიდან 34,3 მილიონი;
10. „მცველები“ – 25 მილიონიდან 22 მილიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები