“ფორბსმა“ 2016 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკალური კლიპები გამოავლინა. პირველ ადგილზე ჯგუფი Fifth Harmony განთავსდა კლიპით „Work from Home“. აღსანიშნავია, რომ გოგონები კოლექტივისთვის არამარტო ვოკალური, არამედ ვიზუალური მონაცემების მიხედვითაც შეარჩიეს, რათა ნებისმიერ ადამიანს ესთეტიური სიამოვნება მიეღო.
მეორე ადგილზე კელვინ ჰარისისა და რიანას კლიპი „This Is What You Came For“ მოხვდა, სამეული კი ამერიკელი ნიკი ჯემას ვიდეომ „Hasta El Amanecer“ დახურა.
ათეულში ასევე მოხვდა The Chainsmokers-ის „Closer“, რიანასა და დრეიკის „Work“, მაიკ პოზნერის „I Took A Pill In Ibiza“, სიას და შონ პოლის „Cheap Thrills“ და ა.შ.