LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ჯგუფი Aerosmith არსებობას შეწყვეტს

50

მუსიკალური სცენის ვეტერანებმა, ჯგუფმა Aerosmith, შესაძლოა 2017 წელს არსებობა შეწყვიტოს. კოლექტივმა, რომელსაც ამჟამად მცირე პაუზა აქვს აღებული, მომავალ წელს შესაძლოა უკანასკნელი გასტროლი გამართოს. ამის შესახებ თავად სტივენ ტაილერმა განაცხადა.

„დარჩა მხოლოდ ორი ჯგუფი ორიგინალური შემადგენლობით: „როლინგები“ და ჩვენ. მე ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. სავარაუდოდ, ჩვენ მოვაწყობთ გამოსამშვიდობებელ ტურნეს“, – განაცხადა ტაილერმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი დიდ სცენაზე 70-იან წლებში გამოჩნდა. თითქმის 50 წლიანი არსებობის მანძილზე, მისი ალბომების გაყიდვების რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა, რაც ჰარდ-როკის ჟანრის ჯგუფებში მათ ლიდერობაზე მეტყველებს.

Aerosmith-ს აღებული აქვს 4 „გრემი“ და ბევრი პრესტიჟული პრიზი. 2001 წელს ისინი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ჟურნალმა Rolling Stone და ტელეარხმა VH1 კი ისინი ყველა დროის ასი ყველაზე დიდი მუსიკოსის სიაში შეიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები