LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის რჩებიან ქალები, შშმ პირები, ლგბტ თემისა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები

92

ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას ყურადღება გააამახვილა პატიმრებს შორის ძალადობასა და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებითაც.

მისი თქმით, ადმინისტრაციული დაკავებისას მოპყრობის ფაქტები გაუარესებულია.  ლომჯარიას განცხადებით, ქვეყანაში ნარკოტესტირების საკითხი მოუწესრიგებელია.

2017 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 162  დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმე განიხილა. საქმის წარმოების შედეგები ცხადყოფს, რომ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ რჩებიან ქალები, შშმ პირები, ლგბტ თემისა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.

რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებს, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ოჯახულ ძალადობას 14 ქალი ემსხვერპლა, 12-ზე კი მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g