LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის ბიუჯეტის წარდგენის ვადები დაირღვა

151

2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს საქართველოს მთავრობა ახალი მოწვევის პარლამენტს წარუდგენს, მას შემდეგ რაც ის შეიკრიბება.

რაც იმას ნიშნავს, რომ საბიუჯეტო კოდექსში გაწერილი ვადები დაირღვა.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის უნდა წარედგინა არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, ხოლო თავის მხრივ, დოკუმენტისაკანონმდებლო ორგანოში უნდა განხილულიყო არა უგვიანეს 15 ნოემბრისა და შენიშვნებით კვლავ მთავრობაში დაბრუნებულიყო.

ბიუჯეტის პარლამენტისთვის წარდგენის ვადებთან, ფინანსთა სამინისტრო განმარტებას ავრცელებს:

”ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უკვე არჩეულია პარლამენტის ახალი შემადგენლობა და უახლოეს პერიოდში შეიკრიბება ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, ნათელია, რომ საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულვადებში – 15 ნოემბრამდე, მე-8 მოწვევის პარლამენტი ვერ შეძლებდა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას და მთავრობას მხოლოდ ფორმალურად, სრულიად უშედეგოდ უნდა წარედგინა მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი.

მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს მთავრობა აუცილებლად წარუდგენს მას 2017 წლის ბიუჯეტის  კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას მომავალიწლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისეპარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g