საბავშვო “ევროვიზია” ამ წუთებში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა. 16-მა კონკურსანტმა თავისი საუკეთესო წარმომადგენლები წარადგინა. შოუ უშეცდომოდ წარიმართა. ვნახეთ მაღალ დონეზე გამართული ნომრები. საქართველო ყველაზე მეტად გრიგოლ ყიფშიძეს ელოდებოდა, რომელმაც შესანიშნავი პერფორმანსი წარმოგვიდგინა.
დაძაბული ბრძოლა წარიმართა რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. სამწუხაროდ, ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკლები ქულა ერგო, ვიდრე რუსეთს…
შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულით – 188, საბავშვო “ევროვიზიის” გამარჯვებული გახდა რუსეთის წარმომადგენელი, პოლინა ბოგუსევიჩი სიმღერით Wings. მეორე ადგილი 185 ქულით კი საქართველომ დაიკავა.