LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის საუკეთესო ბრაუზერი გამოვლინდა

62

ანალიტიკურმა კომპანიებმა NetMarketShare და StatCounter ჩაატარეს კვლევა და 2017 წლის ლიდერი ბრაუზერი გამოავლინეს. პირველ ადგილზე კვლავ Google Chrome იმყოფება.

NetMarketShare-ის მონაცემებით, Chrome-ის წილი მიმდინარე წელს 48-დან 59%-მდე გაიზარდა. მეორე ადგილზე იმყოფება Internet Explorer, რომლის წილიც 31-დან 17%-მდე დაეცა. სამეულს Firefox ხურავს.

რაც შეეხება StatCounter-ის მონაცემებს, ივნისში Chrome-ის წილი 63%-ს შეადგენდა, Firefox-ის – 14%-ს, Internet Explorer-ის – 9%-ს, Safari-ს – 3%-ს, ხოლო Opera-სი – 2%-ს.

აღნიშნული მონაცემები 2,5 მილიონი საიტის კვლევის შედეგად გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები