LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის საუკეთესო სმარტფონი გამოვლინდა

69

გამოცემამ TechRadar იმ სმარტფონების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. გაჯეტების ტოპ-15 ჟურნალის საიტზე გამოქვეყნდა.

პირველი და მეორე ადგილი Samsung-ის სიახლეებმა, Galaxy S8 და Galaxy S8 Plus-მა დაიკავა. ექსპერტებმა უმაღლესი შეფასება მათ კამერას, დიზაინსა და ოპერატიულობას მიანიჭეს. საუკეთესო სამეულის მესამე პოზიციაზე Google Pixel 2 განთვსდა.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის პროდუქცია ლიდერთა სიაში ვერ მოხვდა. iPhone X მეოთხე ადგილს დასჯერდა და მის მთავარ მინუსად მაღალი ღირებულება დასახელდა. მე-9 პოზიციაზე განთვსდა iPhone 8 Plus.

რეიტინგში შემდეგ სმარტფონებს შეხვდებით:  Huawei Mate 10 Pro, Samsung Galaxy Note 8, LG V30, LG G6, OnePlus 5T, Google Pixel 2 XL, Sony Xperia XZ Premium, HTC U11, iPhone 8, Honor 9 და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები