ჟურნალმა Variety 2017 წლის ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი ფილმები გამოავლინა.
პირველ კატეგორიაში „საოცრება-ქალი“, „თავს უშველე“, „ის“, „მზეთუნახავი და ურჩხული“ და „საოცრება“ განთავსდა.
რაც შეეხება 2017 წლის წარუმატებელ პროექტებს, ეს წოდება „მეფე არტურის ხმალმა“, „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქმა“, „ბნელმა კოშკმა“ და „გეოშტორმმა“ დაიმსახურეს.