გამოცემამ Deadline 2017 წლის ყველაზე წარუმატებელი პროექტების რეიტინგი გამოავლინა. პირველი ადგილი Warner Bros.-ის პროექტმა „მეფე არტურის ხმალი“ დაიმსახურა. ფილმის ბიუჯეტი 286 მილიონი დოლარი იყო, თუმცა, კინოგაქირავებაში მან მხოლოდ 153 მილიონი დოლარი მოიტანა.
ათეულში ასევე მოხვდა: „დიდი კედელი“, „გეოშტორმი“, „პირობა“ და ა.შ.
რაც შეეხება ლიდერ პოზიციაზე მყოფ „მეფე არტურის ხმალს“, მისი რეჟისორი გაი რიჩია, მთავარ როლებს კი ანაბელ უოლისი, ჩარლი ჰანემი, ჯუდ ლოუ და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.