LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

170
ავღანეთი ჯარისკაცი

ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაეროს ანგარიშის თანახმად, მონაცემების აღრიცხვის დაწყების შემდეგ 2018 წელს ავღანეთში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ავღანეთში 3 804 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომელთაგანაც 927 ბავშვია. გაეროში აცხადებენ, რომ 2017 წელთან შედარებით, ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლი 11 პროცენტითაა გაზრდილი.

გაეროს მონაცემებით, მსხვერპლის 63 პროცენტი რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ აფეთქებების შედეგია. თუმცა, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის მეოთხედი ეროვნული უსაფრთხოების ძალების, საერთაშორისო სამხედრო ძალებისა და მთავრობის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების მოქმედებებმა გამოიწვია.

გაეროს ანგარიშით, ბოლო ათ წელიწადში ავღანეთში 32 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 60 ათასამდე კი, დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g