LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს “ოსკარი” მარტში გაიმართება

33

2018 წელს, „ოსკარების“ საიუბილეო, რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია მარტში გაიმართება. ტრადიციულად, წლების მანძილზე ღონისძიება თებერვალში იმართებოდა, თუმცა მომავალ წელს, ზამთრის ბოლო თვეს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები შედგება, სწორედ ამას უკავშირდება თარიღის ცვლილება.

კინოაკადემიის წევრები ნომინანტებს 5-დან 12 იანვრამდე გამოავლენენ, საბოლოო სია კი 23 იანვარს გახდება ცნობილი. საფინალო ხმის მიცემა 27 თებერვალს შეწყდება, დაჯილდოების ცერემონია კი 4 მარტს გაიმართება.

კინოაკადემიამ მომდევნო წლებში გასამართი ცერემონიის თარიღებიც გაამხილა: 2019 წელს ის 24 თებერვალს, 2020-ში – 23 თებერვალს, ხოლო 2021 წელს – 28 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები