LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს სასწრაფო დახმარების 732 926 გამოძახება დაფიქსირდა

saswrafo

2018 წლის 11 თვეში სასწრაფო დახმარების 732 926 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 14 409 ცრუ (სასწრაფოს მისვლამდე პაციენტის გაუმჯობესება ან პაციენტის არდახვედრა) იყო.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მონაცემებით, სასწრაფო დახმარება ყველაზე მეტ, 634 074 შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად გამოიძახეს; 70 842 გამოძახება უცაბედი ავადობის გამო დაფიქსირდა; მესამე ადგილს კი, 14 409 შემთხვევით – ცრუ გამოძახებები იკავებს.

უბედური შემთხვევების გამო, სასწრაფო დახმარება 7 224-ჯერ გამოიძახეს, ხოლო ძალადობის შემთხვევაში გამოძახების 3 511 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე ნაკლებ – 2 842 შემთხვევაში კი, სასწრაფო დახმარება პათოლოგიური ფეხმძიმობის/მშობიარობის გამო გამოიძახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g