LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

44

ასტროლოგების მტკიცებით, ძაღლის წელიწადი საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული იქნება, ამიტომ განსაკუთრებული ემოციების გამოვლენა ან რადიკალური ცვლილებების განხორციელება არც სასიყვარულო ფრონტზე გაამართლებს.

ვერძი – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება. მართალია, ერთი შეხედვით საკმაოდ სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ პარტნიორის გულგრილობა და უემოციობა მაინც ხშირად გაღიზიანებთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, ეცადეთ გაერკვეთ და უთანხმოების მიზეზი პირველ რიგში საკუთარ თავში მოძებნოთ. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ სიყვარულის მოლოდინშია ძაღლის წელიწადში აუცილებლად გაუმართლებს.

კურო – ძაღლი ყველაზე ერთგული ცხოველია და ძალიან არ უყვარს ღალატი, ამიტომ თუ გვერდზე აპირებთ რომანის გაბმას, კარგად დაფიქრდით, რადგან საინტერესოდ დაწყებული თავგადასავალი აუცილებლად სკანდალით დასრულდება, თქვენ კი, გვიან მიხვდებით, რომ აბსოლუტურუდ უაზროთ შეიქმენით არასასურველი პრობლემები.

ტყუპები – ენდეთ ინტუიციას და 2018 წელი აუცილებლად ბედნიერების მომტანი იქნება, რადგან ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნაცნობობა საბოლოო ჯამში გარდამტეხი აღმოჩნდება. მათ კი, ვისაც ძველი ურთიერთობის აღდგენა სურს, მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებს, რადგან წარსულის გახსენება ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება.

კირჩხიბი – მართალია, დიდი სიყვარული გეწვევათ, თუმცა რომანი მხოლოდ წელიწადს გაგრძელდება, მერე კი, ისევ ძველ პარტნიორს დაუბრუნდებით და არაა გამორიცხული ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ქორწინებაზეც დაფიქრდეთ. ის კი, ვინც ჯერ ისევ ერთგული პარტნიორის ძიებაშია, უკეთესია ყურადღება კოლეგებს ან იმ ადამიანებს მიაქციოს, ვისთანაც მანამდე მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები