LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (28 იანვარი – 3 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (28 იანვარი – 3 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – პერსპექტიული კვირაა კარიერის განვითარებისთვის. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და სოციალური კავშირების გაფართოვებას, შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოყენებას და ავტორიტეტის გაზრდას, არჩევანის სწორად გაკეთებას და გარკვეული იდეების რეალიზაციას, თუმცა გარშემომყოფთა ზეწოლის შედეგად გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა და სურვილების სრულად დაკმაყოფილება.

კურო – დინამიური კვირაა, რადგან აქტიურად შეეცდებით ცვლილებების განხორციელებას პირად და საქმიან ცხოვრებაში, თუმცა გარშემომყოფთათვის ჭკუის სწავლების სურვილი აუცილებლად ნეგატიურ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, კონფლიქტის მიზეზი გახდება სხვათა შენიშვნებიც თქვენს მიმართ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მშვიდად მიიღეთ კრიტიკა და გააკეთეთ თქვენთვის სასარგებლო დასკვნები. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შესაძენად, გეგმების ჩამოსაყალიბებლად და იდეების განსახორციელებლად.

ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე გაგიჭირდებათ გააქტიურება, მაგრამ შეძლებთ კომუნიკაბელურობის გამოვლენას და საინტერესო კონტაქტების დამყარებას, მით უფრო რომ, მეტად სასიკეთო პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, თუმცა მოგიწევთ ავტორიტეტული ადამიანების აზრის გათვალისწინება. მაქსიმალურად აკონტროლეთ ბიუჯეტი, რადგან არაა გამორიცხული პრობლემები შეგიქმნათ გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა. გამოიყენეთ კვირა მოგზაურობისთვის, ახალი ინფორმაციის შესაძენად და ცოდნის გასაღრმავებლად.

კირჩხიბი – რთული, ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ადვილად გაღიზიანდებით, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ გახდეს უსიამოვნებების და პარტნიორებთან დაპირისპირების მიზეზი. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფინანსურ ოპერაციებს, რადგან შემოსავლის გაზრდის ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება.

ლომი – დინამიური, თუმცა კონფლიქტური კვირაა, რადგან მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და არტისტულობის გამოვლენას, განუმეორებელი შარმით კი, ადვილად მიიზიდავთ  საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მაგრამ გადაჭარბებული თვითრწმენა, პარტნიორების იდეების უგულველყოფა და მათთვის საკუთარი წარმოდგენების  თავსმოხვევის სურვილი აუცილებლად კონფლიქტით დასრულდება. არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, ვინც პოზიციების გამყარებაში დაგეხმარებათ და ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას, თუმცა გარკვეული ცვლილებები სამსახურში მაინც გახდება კოლეგებთან დაპირისპირების მიზეზი.

ქალწული – რთული და დაძაბული კვირაა, რადგან წყენის, ურთიერთპრეტენზიების და ფინანსური უთანხმოების ფონზე თავს ვერ დააღწევთ კოლეგებთან კონფლიქტს. იძულებული გახდებით გადააფასოთ საკუთარი ცხოვრება და ცვლილებები შეიტანოთ საქმეებში.  გამოიჩინეთ სიფრთხილე და მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, რადგან არაა გამორიცხული მოტყუვდეთ, მოგიწიოთ ჯარიმის გადახდა ან გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა.

სასწორი – მოულოდნელი ცვლილებების კვირაა, რაც ცხოვრების და გარშემომყოფებთან ურთიერთობების გადახედვას გაიძულებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა სულსწრაფი გადაწყვეტილებები და გაუაზრებელი მოქმედება არ გახდეს პარტნიორებთან დაპირისპირების მიზეზი. კარგი კვირაა ქორწინებისთვის და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, მოგზაურობისა და ცოდნის შესაძენად, საინტერესო და სასარგებლო ადამიანების გასაცნობად, შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და იდეების განსახორციელებლად.

მორიელი – დინამიური კვირაა, რადგან შეძლებთ გააქტიურებას, იდეების განხორციელებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გაითვალისწინეთ ახლობელთა რჩევა, საღი გონებით შეაფასეთ ნებისმიერი შეთავაზება და მხოლოდ კარგად გააზრების შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. კარგი პერიოდია კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად და ცოდნის გასაღრმავებლად.

მშვილდოსანი – პოზიტიური, მეტად სასიკეთო კვირაა, რადგან წარმატების მიღწევის შანსი მოგეცემათ ყველა სფეროში. გაუმჯობესებული გუნება-განწყობის ფონზე მოიმატებს ოპტიმიზმი და თვითრწმენა, მარტივად დაძლევთ კომპლექსებს და შინაგან ეჭვებს, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად, გარკვეული ექსპერიმენტების ჩასატარებლად და საკუთარი შესაძლებლობების ახალ სფეროში მოსასინჯად, მთავარია არ შეშინდეთ და თამამად გარისკოთ.

თხის რქა – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით, გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა. იმოქმედეთ  ფრთხილად, სწორად გაანაწილეთ ძალა და ენერგია, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ძველი პროექტების დასრულებას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვალების გასასტუმრებლად და შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძიებლად. არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი სამსახური ან წამოიწყოთ ახალი საქმე, რაც მართალია, ნაკლებად მისაღები აღმოჩნდება ახლობლებისთვის, მაგრამ ჩვეული პრინციპულობით მაინც მოგიწევთ ინტერესების დაცვა და საკუთარი თავისთვის დამტკიცება, რომ მზად ხართ  რადიკალური ცვლილებებისთვის.

მერწყული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა და ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას, ძველი პროექტების დასრულებას და ოცნებების ასრულებას. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ნაცნობები, ვინც საინტერესო, მეტად სარფიანი შეთავაზებით მოგმართავენ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებიან.

თევზები – სრულდება განვითარების წლიური ციკლი, ამიტომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, განსაკუთრებით იგრძნობთ დაღლას და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა, არაა გამორიცხული გაცივდეთ ან ინფექციური დაავადებით გახდეთ ავად. ეცადეთ სძლიოთ საკუთარ თავს და არ აჰყვეთ პესიმიზმს, მით უფრო, რომ საკმაოდ პერსპექტიული კვირაა ძველი პროექტების დასასრულებლად, კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის. მთავარია, იმოქმედოთ მშვიდად, მოერიდოთ დამატებით პასუხისმგებლობას და ზედმეტად გარისკვას.

 

გეომაგნიტური დღეები -28, 29 იანვარი, 1 და 3 თებერვალი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები