LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი – მიხეილ ცაგარელი

236945115-1-3

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდის მიმართ, რომელიც 02:26-დან 13:00 საათამდე გაგრძელდება და საგრძნობლად მოდუნდება ადამიანთა ყურადღება, რაც თავის მხრივ ტრავმებისა და ავარიების საფრთხეს გაზრდის.

მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ბავშვებთან გართობას, გამოიძინეთ და აღიდგინეთ ენერგია. მაქსიმალურად მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს, რადგან მოიმატებს თვალის აღების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა დღესასწაულების და სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტის დასამყარებლად. არ ღირს მშენებლობის ან რემონტის წამოწყება, უშედეგო იქნება მატერიალური პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი.

ჯანმრთელობა – დასუსტდება ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.

დღის იღბლიანი ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, აქვამარინი, საფირონი და ლაზურიტი.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად სასიკეთოა დღე თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები