LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

მმმმმ

2019 წელს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, – განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გააკეთა.

მისი განცხადებით, ასევე საქართველო ნატოს ეგიდით მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას ელოდება.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, რაც ნატოს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან განსაკუთრებული ფორმატით შეხვედრით დაგვირგვინდა, სადაც სწორედ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტზე იყო ყურადღება გამახვილებული. უპრეცედენტო დეკლარაცია იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე, გვქონდა ძალიან წარმატებული ბოლო მინისტერიალი, სადაც შეჯამდა ყველა ეს მიღწეული შედეგი და დაისახა მომავალი წლის გეგმები. გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები ნატოს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 2019 წელს ველით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება ნატოს მხრიდან, ველით ნატოს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნებს, ველით ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან ღონისძებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს ნატოს ჩართულობას საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე,“ – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

magti 5g