LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის გამონათქვამები – ფრაზები, რომელიც გვამახსოვრდება

808
61196423-4140577962626349-6019168319112740864-o

“ჯერ იყო სიტყვა” და მერე კეთდება საქმე, თუმცა ქართული რეალობიდან გამომდინარე ხან საქმე უსწრებს სიტყვას და ხანაც არც სიტყვაა და არც საქმე. სანიმუშოა ის ადამიანი, ვისი სიტყვაც და საქმეც მისაბაძია. ვის მივბაძოთ და ვინ იქნება სანიმუშო თავისი გამონათქვამებით, ამას ხალხი გადაწყვეტს, მით უმეტეს მოახლოვებული არჩევნების წინა პერიოდში. ყველას ჩამოთვლა გაგვიჭირდება, თუმცა რამდენიმე საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარ ფრაზას ჩამოვთვით, რომლითაც 2019 წელს ცნობილმა ადამიანებმა, ქვეყნის მმართველებმა და პოლიტიკოსებმა დაგვამახსოვრეს. იერარქიის მიხედვითაც და გამონათქვამების რეკორდული მაჩვენებლით პირველია საქართველოს პრეზიდენტი.

 

სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი)

“ავლაბრის რეზიდენციის აურა და ჰავა არ მიხდება, ორბელიანი სასახლე ჯობია ფსევდორაიხსტაგს.”

“თავს ისე ვგრძნობ წყალში, როგორც თევზი, იმიტომ რომ თევზი ვარ ჰოროსკოპით.”

“სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო.”

“პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზემოთ უნდა იყოს.”

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.”

“მე დავდივარ ხალხში დიდი დოზით და დიდი დოზი სიყვარულით.”

“სალობიეშიც ვივლი თავისუფლად და სხვა თავშეყრის ადგილებშიც.”

“პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?”

“მომკალით მაგრამ არ გეტყვით”.

“თქვენ ძეგლი ხართ თუ?”

“ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ ევროპაში ვიწერებით.”

 

ბიძინა ივანიშვილი (პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი)

“მე  ერთი პატარა ტრიუკი გავაკეთე.”

“ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მე ისინი გადავარჩინე.”

“მებაღეობა მირჩევნია პოლიტიკას.”

“აბიტურიენტებს ვამზადებდი ფიზიკა-მათემატიკაში და ასე ვცხოვრობდი.”

“სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ.”

“მე გადავწყვიტე გამოვისყიდო უკლებლივ ყველა.”

“კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული ქველმოქმედება პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა.”

 

გიორგი გახარია (პრემიერ მინისტრი) 

“ყველას დავანახოთ დემოკრატიის რა დონე გვაქვს.”

“ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.”

“ძალით ხომ არ ვამუშავებდით, წასვლა უნდოდა, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს.”

“საქართველოში ყველა რეფორმა წარმატებულია.”

“მიშა მოგესალმები და გილოცავ, დღეს 1 ოქტომბერია.”

 

მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს მე-3 პრეზიდენტი)

“ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის შედარება შეიძლება გიორგი ბრწყინვალეს და დავით აღმაშენებლის ეპოქასთან.”

“არც ერთ მმართველს არ გაუკეთებია იმდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთე მე.”

“ჩემი ამოცანაა ის, რომ გავეგო უბრალოდ ხიდად და ახალგაზრდებმა გაიარონ ამ ხიდზე.”

 

არჩილ თალაკვაძე (პარლამენტის თავმჯდომარე)

“სამშობლოში რომ ხარ და სამშობლო გენატრება რას ნიშნავს ნეტავი?”

“გურიიდან ვარ, სადაც პოლიფონიური მუსიკაა განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში რომ საუბრობთ, ვერ ვისმენ.”

 

ირაკლი კობახიძე (პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე) 

“უნდა იცოდნენ გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა.”

 

აკაკი ზოიძე (უმრავლესობის დეპუტატი, რომელმაც მანდატი დატოვა)

“მზად ვარ ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთი კვირით.”

 

შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტიის ლიდერი)

“ხელისუფლებას ურჩევნია ვიდრე დროა აახვიოს.”

 

ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი)

“ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა.”

 

გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

“მამუკა მდინარაძეს გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა.”

 

გაბრაზებული მოქალაქე

“ამ ფილმს თუ მაინც გაუშვებენ, ცოცხალი არ წავალ სახლში.”

 

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფრაზებიდან, რომლითაც ზემოხსენებულებმა ადამიანებმა მიმდინარე წელს მედია ააჭრელეს. ჯერ კიდევ არ დასრულებულა წელი, ამიტომ საინტერესო და სახალისო გამონათქვამების მოლოდინში ისევ ვრჩებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g