LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელი და უძრავი ქონების ბაზარი – ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა “ბიზნესკურიერის” ეთერში

24
5e0b33f2068cd

COVID-19-ის პანდემიამ და თანმდევმა ლოქდაუნმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართული უძრავი ქონების ბაზარს. ამის შესახებ, “ბიზნესკურიერის” ეთერში ISET-ის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის აპრილ-ივნისში გასაყიდი ფასების ინდექსი 6.7%-ით შემცირდა, თუმცა დარჩენილი წლის ბოლომდე შეინარჩუნა ზრდის ტენდენცია, ხოლო გასაქირავებელი ფასების ინდექსი წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა. ლოქდაუნების დროს კი ყველაზე დიდი კლება გვქონდა: 5.9% – აპრილ-მაისში და 7.0% – აგვისტო-ნოემბერში.

ISET-ის მიხედვით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 29.4%-ით შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვების რიცხვი საქართველოში. შემცირება განსაკუთრებით დიდი იყო აპრილში, პანდემიის დასაწყისში: -93.7% წინა წელთან, ხოლო -92.6% წინა თვესთან შედარებით.

ISET-მა გამოიკვლია გასული წლის უძრავი ქონების  გაქირავების საშუალო ფასი  თბილსისი უბნების მიხედვით.  აღმოჩნდა, რომ 2020 წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსი. ირკვევა, რომ თბილისში გაქირავების საშუალო ფასი ზოგადად 1კვ.მ-ზე – 6.5 დოლარი იყო.

დედაქალაქში ქირა ყველაზე ძვირი, 9 დოლარი, იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი, 2.8 დოლარი, ორხევში.

2020 წელს უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე, უბნების მიხედვით, ასეთია:

  • ავჭალა – 3.4 დოლარი;
  • გლდანის მასივი – 4.4 დოლარი;
  • მუხიანი – 4.6 დოლარი;
  • დიდუბე – 5 დოლარი;
  • დიღმის მასივი – 5 დოლარი;
  • ვაკე-ბაგები – 7.1 დოლარი;
  • ვაჟა-ფშაველა – 5.5 დოლარი;
  • ნუცუბიძე – 5.7 დოლარი;
  • წყნეთი – 8.4 დოლარი;
  • ვაზისუბანი – 4.3 დოლარი;
  • ზედა ავლაბარი/მეტრომშენი – 6.2 დოლარი;
  • ნავთლუღი – 5.5 დოლარი;
  • ორთაჭალა – 6.9 დოლარი;
  • ფონიჭალა – 4.3 დოლარი;
  • ვერა – 7.3 დოლარი;
  • კიკეთი/კოჯორი – 7.8 დოლარი;
  • მთაწმინდა/სოლოლაკი – 9 დოლარი;
  • წავკისი/შინდისი/ტაბახმელა – 8.7 დოლარი;
  • თემქა – 3.8 დოლარი;
  • ნაძალდევი – 4.9 დოლარი;
  • სანზონა – 4.5 დოლარი;
  • ძველი ნაძალადევი/ლოტკინი – 3.3 დოლარი;
  • დიღომი/დიდი დიღომი – 6.1 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი – 5.3 დოლარი;
  • ვეძისი – 7.2 დოლარი;
  • საბურთალო – 6.3 დოლარი;
  • ვარკეთილი – 4.3 დოლარი;
  • მე-3 მასივი – 3.3 დოლარი;
  • ორხევი – 2.8 დოლარი;
  • ქვედა სამგორი – 4.4 დოლარი;
  • ზედა ჩუღურეთი – 4.3 დოლარი;
  • ქვედა ჩუღურეთი – 5.8 დოლარი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g