25 იანვარს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილმა აღმოსავლური ანუ მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომა მიულოცა მსმენელს და თეთრი ლითონის ვირთხის თავისებურებზე ისაუბრა, რადგან სწორედ ისაა 2020 წლის მასპინძელი.
2020 – 12-წლიანი ციკლის ფუნდამენტი
მართალია, დასავლური საზოგადოება მეტწილად მზის კალენდრით სარგებლობს, მაგრამ არანაკლებ აქტუალურია მთვარის კალენდარი, რადგან მთვარე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა დედამიწასთან, სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე.
თეთრი ლითონის ვირთხა აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლს ხნის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია 2020 წელს იმ მყარი და საიმედო ფუნდამენტის შექმნა, რომელიც მთელ ციკლს განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ ვირთხა უამრავ, პოზიტურ, ნაკლებად პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს და ბევრს აიძულებს ახალი ცხოვრების დაწყებას. 2020 განსაკუთრებით მათთვის იქნება წარმატებული, ვინც პრაგმატულობას, ძლიერ ნებისყოფას და შეუპოვრობას გამოავლენს, არ დაიზარებს შრომას და მაქსიმუმს გააკეთებს მიზნის მისაღწევად.
2020 წელს არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს მოუწევს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა. სხვათაშორის, კორონა ვირუსის პირველი შეტევა, რომელიც 5 თებერვლამდე გაგრძელდება, საკმაოდ სახიფათო დავადებაა, ამიტომ აუცილებელია ზომების მიღება და დროული პრევენცია.
2020 წლის მთავარი ტენდენციები
2020 წელს დასრულდება ყველა ურთიერთობა, რომელიც ნამდვილ მეგობრობას, სიყვარულს ან საქმიან თანამშრომლობას არ ემყარება, რადგან საუკეთესო მეგობარ და მეოჯახე ვირთხას ძალიან არ უყვარს სიცრუე და არაგულწრფელობა ურთიერთობაში.
სერიოზული პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებები, ახალი პოლიტიკური ფიგურების გამოჩაა მოსალოდნელი წლის მეორე ნახევარში, როცა სატურნი იუპიტერს შეუერთდება, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მხოლოდ 20 წელიწადში ერთხელ ხდება. საზოგადოება ე.წ. ბალასტისგან გაიწმინდება, პოლიტიკურ ამინდს კი, ნამდვილი დემოკრატები განსაზღვრავენ, რადგან წლის ბოლოს იუპიტერი და სატურნი ყველაზე დემოკრატიულ – მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებენ.
მართალია, აშკარა იქნება ძალაუფლებისკენ სწრაფვა, მაგრამ ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება რუხი კარდინალის როლის მორგება და კულისებიდან, ფარულად მოქმედება, რადგან ლიდერობის, ყველას და ყველაფრის მართვის სურვილი ბევრს მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის, კონფლიქტების და დაპირისპირებების მიზეზი გახდება.
განსაკუთრებით გაუჭირდებათ ემოციურ ადამიანებს (კირჩხიბს და თევზებს), მათ, ვისაც დანაშაულის კომპლექსი აწუხებს, ბერვად წარმატებული აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და არასდროს ჰკარგავს თვითრწმენას.
გაიზრდება ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ფაქტების ფალსიფიცირების ტენდენცია, ამიტომ ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც მედიით შეიტყობთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და პრაგმატულობა, ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ვირთხას ძალიან არ უყვარს სულსწრაფი, დაუფიქრებელი მოქმედება. რა თქმა უნდა არსებობს საკრალური დღეები, როცა ოცნება, სურვილის ჩაფიქრება შეიძლება, მაგრამ 2020 წელი მაინც ილუზიებისგან განთავისუფლების, პრაქტიკულად მოქმედების წელია.
განსაკუთრებით რთული პერიოდებია – 20 იანვრიდან 5 თებერვლამდე, 22 თებერვლიდან 4 მარტამდე, 9 აპრილიდან 22 აპრილამდე, 29 მაისიდან 15 ივნისამდე, 26 ივლისიდან 21 სექტემბრამდე, 7 ოქტომბერი – 22 ოქტომბერი, როცა მოიმატებს სუიციდის შემთხვევები და ვირუსული დაავადებებით დასნეულების ალბათობა, გაძლიერდება ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, გახშირდება ავარიები და სიკვდილიანობა, მოიმატებს კონფლიქტების და კონფრონტაციების, მიტინგების და საპროტესტო აქციების, მიწისძვრების და სტიქიური უბედურებების საფრთხე. არაა გამორიცხული გადაიხედოს ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებები, გადაინაცვლოს საზღვრებმა და წარმოიქმნას ახალი ქვეყნები, რაც შესაძლოა სამაჩაბლოს და აფხაზეთსაც შეეხოს, რადგან რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აფრიკისა და აზიის ქვეყნებს საქართველოს ავტონომიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა აიძულოს.
ფინანსური არასტაბილურობა
2020 წელს აუცილებლად იქნება სავალუტო კრიზისი, რაც მოულოდნელობების პლანეტის ურანის კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაბარგებით იქნება განპირობებული, სადაც 21 ოქტომბრს შავი მთვარეც შეუერთდება და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია, რადგან ურანი, რომელიც სოციუმის მმართველი პლანეტაცაა, სწორედ ასე დასჯის ეკონომისტებს საზოგადოებისთვის ნაკლებად მოსახერხებელი ფინანსური პოლიტიკისთვის. სერიოზული პრობლემები ელის საბანკო სისტემას, რომელიც თავის გადარჩენას ისევ ვალუტით მანიპულირებით შეეცდება, ფასების ზრდას, მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს და საპროტესტო აქციებისკენაც უბიძგებს.
აღსანიშნავია, რომ ეგოისტი ვირთხის წელიწადში ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე, კეთილდღეობაზე იზრუნებს, გაიზრდება კაპიტალის, მატერიალური ფასეულობების დაგროვების ტენდენცია, რადგან ვირთხა ის ცხოველია, რომელიც ყველაფერს თავის სოროში მიათრევს.
ჯანმრთელობა
განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება ფილტვებს და თავის არეს, რადგან გრიპის ვირუსი სწორედ ფილტვებს უქმნის მთავარ საფრთხეს, შავი მთვარე კი, 28 იანვარს ვერძის ზოდიაქოში გადავიდა, რომელიც თავის მმართველ ნიშნად ითვლება, ამიტომ 2020 წელს საგრძნობლად მოიმატებს არტერიული წნევით შექმნილი პრობლემები და ინსულტის საფრთხე.
2020 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (აღმოსავლური და სადავლური კალენდრით)
წარმატება ელის თხის რქას, რადგან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი სწორედ მის ნიშანში იქნება მთელი წელი, სხვებზე მეტად გაუმართლებთ კუროს და ქალწულს, მორიელს და თევზებს. თუმცა სერიოზული პრობლემები ექნებათ ვერძს და კირჩხიბს. ვერძმა უარი უნდა თქვას ჩვეულ უხეშობასა და აგრესიაზე, კირჩხიბმა კი, ემოციების მართვა ისწავლოს, აუცილებლად დაძლიოს კომპლექსები, შინაგანი შიშები.
რა თქმა უნდა, 2020 წელს ყველაზე მეტად ვირთხას გაუმართლებს. იღბლიანი იქნება წელი დრაკონისა და მამლისთვის, ვეფხვისა და ძაღლისთვის.
შავი მთვარე ანუ ლილიტი
ლილიტი ანუ მაცდუნებელი ძალა, რომელიც უამრავ პრობლემებს უქმნის ადამიანს, 9 თვე თევზების ზოდიაქოს ნიშანში იყო და სწორედ ამიტომ გახშირდა სუიციდის შემთხვევები, ბევრი მიეძალა ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მართალია, 28 იანვარს ლილიტი დატოვებს თევზებს და ვერძის ნიშანში გადავა, სადაც 21 ოქტომბრამდე შეყოვნდება, მაგრამ მაინც მაღალი იქნება ტრავმებისა და ავარიების რისკი, რადგან სულსწრაფი ვერძი ყოველთვის ჩქარობს, ყველგან ლიდერობა და პირველობის მოპოვება უნდა, ამიტომ საგრძნობლად მოიმატებს ადამიანთა გაღიზიანება და აგრესია, გაიზრდება კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.
ამასთანავე, ვერძის ზოდიაქოში ლილიტი ქირონის ასტეროიდს შეუერთდება, რაც თაღლითობას, ტყუილების და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს. არ ღირს არც საზოგადოებრივი ღონისძიებების, მასობრივი თავშეყრის ადგილების სტუმრობა, რადგან ერთი-ორად გაიზრდება ვირუსული დაავადებებით ინფიცირების საფრთხე.
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 26 ივლისიდან 21 სექტემბრამდე, ე.წ. კოსმიური შტორმის პერიოდში, როცა ლილიტთან ჯერ პლანეტა მარსის, მერე იუპიტერის, პლუტონის, სატურნის გაერთიანებით მეტად ნეგატიური გარემო შეიქმნება. სწორედ ამ პერიოდში მიაღწევს ადამიანთა აგრესია პიკს, მოიმატებს ტრავმების და ავარიების შემთხვევები, გახშირდება კონფლიქტები და დაპირისპირებები.
რა თქმა უნდა, ამგვარი კოსმიური გამოცდის ჩაბარება პირველ რიგში ვერძს მოუწევს, თუმცა არც სხვა ნიშნებს აქვთ დამშვიდების მიზეზი, ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, იმოქმედოთ ფრთხილად და თავშეკავებით, მოერიდოთ სულსწრაფ, სარისკო და ავანტურულ მოქმედებებს.