LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში უკვე 3 ქალი მოკლეს – სახალხო დამცველი

287
780-qalzedzaladoba-cr-721x405

ნინო ლომჯარია სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სახალხო დამცველის თქმით, 2020 წელს უკვე 3 ქალია მოკლული. მკვლელობები ოჯახურ პირობებში მოხდა. ამასთან, 3 მკვლელობის მცდელობაც დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ის ძალისხმევა, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის არ არის საკმარისი.

სინოდმა სასწრაფოდ უნდა დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის – დეკანოზი თამაზ ლომიძე

“ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 3 ქალი მოკლეს და 3 ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი…

არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება! ასევე, მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით!”-წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ სამტრედიაში სასტიკი მკვლელობა მოხდა. განქორწინების მიზნით, იუსტიციის სახლში მისულ გოგონას ქმარმა ყელი ადგილზე გამოჭრა.

“განქორწინების მიზნით წავიდა, ამ დროს თავს დასხმია” – სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები და შსს განცხადება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g