LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ – ემზარ კვიციანი

286
ემზარ კვიციანი

2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “7vs1” სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება “წყვილების დახმარების ცენტრის“ დაფუძნება მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს, ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური კარიერის დასრულებას მომავალ წელს გეგმავს.

„2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ. უკვე 60 წლის გავხდები 2020 წელს და ქველმოქმედებით დავკავდები. მე კიდევ თითქმის 2 წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ ალბათ ჩემს გზაზე წავალ. ამ ცენტრის საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული, მაგრამ გვერდში დავუდგები ბოლომდე, ეს ფაქტია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g