LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის გამორჩეული მოვლენები: პანდემია, Brexit, კერძო გაფრენა კოსმოსში, აშშ-ს არჩევნები და სხვა

59
NEW YORK, NEW YORK - MARCH 09: Stock trader Peter Tuchman works on the floor of the New York Stock Exchange (NYSE) on March 09, 2020 in New York City. As global fears from the coronavirus continue to escalate, trading was halted for 15 minutes after the opening bell as stocks fell 7 percent. (Photo by Spencer Platt/Getty Images)

მიმავალი 2020 წელი ისტორიაში შევა როგორც პანდემიისა და ლოკდაუნების წელიწადი. Google-ის საძიებო სისტემაში ხალხი ყველაზე მეტად სიტყვა „კორონავირუსს“ ეძებდა.
თუმცა, კორონავირუსის გარდა, მსოფლიოში სხვა მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მოხდა. 2020 წლის ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს გადავავლოთ თვალი.

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები

3 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა და პროგნოზირებაც რთული იყო. ხმებს საკმაო ხანს ითვლიდნენ და 7 ნოემბერს ქვეყნის წამყვანმა მედიამ დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენის გამარჯვებაზე ამცნეს. ტრამპმა საპასუხოდ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და მას ქვეყნის სირცხვილი უწოდა. რესპუბლიკელებმა რამდენიმე სარჩელი შეიტანეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათი საჩივარი მალევე უარყვეს.

კონფლიქტი აშშ-სა და ირანს შორის

3 იანვარს აშშ-მ ბაღდადზე ავიაიერიში მიიტანა, რის გამოც დაიღუპა ირანის მთავარი სამხედრო სტრატეგი კასემ სულეიმანი. როგორც დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, ელიტური ქვედანაყოფის მეთაური სულეიმანი მილიონობით ადამიანის სიკვდილში იყო დამნაშავე და „კიდევ უფრო მეტის განადგურებას აპირებდა“. ირანში პირობა დადეს, რომ „გამანადგურებელ პასუხს“ გასცემდნენ და რამდენიმე დღეში ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყეს. ტრამპმა კი ანტიირანული სანქციები გაამკაცრა.

Boeing 737-ის კატასტროფა თეირანის თავზე

8 იანვარს, ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვიდან რამდენიმე საათში, ირანმა თეირანის თავზე უკრაინული Boeing 737-800 ჩამოაგდო, რომელიც ამერიკული რაკეტა ეგონა. თეირანი-კიევის რეისის ბორტზე მყოფი ყველა 176 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლება თავიდან აცხადებდა, რომ ავიალაინერმა კატასტროფა ტექნიკური მიზეზებით განიცადა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების ლიდერების ზეწოლის შედეგად, აღიარეს, რომ თვითმფრინავი ადამიანური შეცდომის შედეგად ჩამოაგდეს და კომპენსაციის გადახდას დათანხმდნენ. ეს ავიაკატასტროფა ყველაზე მსხვილია უკრაინის ავიაციის ისტორიაში.

 

კორონავირუსის პირველი მსხვერპლი

11 იანვარს ჩინეთში აცნობეს კორონავირუსის ახალი ტიპისგან პირველ გარდაცვლილზე. პნევმონიით მოთავსებული ასაკოვანი მამაკაცი უხანის ბაზარში ზღვის პროდუქტების მყიდველი იყო, რაც „ათვლის წერტილი“ გახდა მთელი საზოგადოებისთვის – სწორედ აქ დაფიქსირდა COVID-ის პირველი აფეთქება. კვირანახევრის შემდეგ ჩინეთში ახალი ვირუსის შესაძლო მუტაციისა და გლობალური პანდემიის შესახებ ალაპარაკდნენ, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მხოლოდ 11 მარტს გამოაცხადა პანდემიის დაწყების შესახებ.

 

Brexit

31 იანვარს, გრინვიჩის დროით 23:00 საათზე, ევროკავშირისთვის ისტორიული მოვლენა მოხდა: პირველად ისტორიაში მისგან წავიდა ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი. ერთი საათით ადრე პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ხალხს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ „ეს დასასრული კი არა, დასაწყისია“. თუმცა დღესასწაულის ატმოსფერო არ ყოფილა. ბევრმა ბრიტანელმა იმ საღამოს ფანჯარაში სანთელი დაანთო და ამით ის თქვეს, რომ მომავლის შესახებ შფოთავდნენ.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდგომი პროტესტი

მაისის ბოლოს აშშ უწესრიგომ მოიცვა, რაც გამოწვეული იყო მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით. პოლიციელმა ის დაკავების დროს შემთხვევით მოახრჩო, თითქმის 9 წუთი მუხლით კისერი ასფალტზე ეჭირა. პროტესტი მალევე მოედო მთელ ქვეყანას, რასაც ძალადობა და მარადიორობა მოყვა. ივნისში საპროტესტო ტალღამ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 2000-მდე ქალაქს გადაუარა. ხოლო ანტირასისტული მოძრაობა Black Lives Matter უმსხვილესი იყო ამერიკის ისტორიაში.

ისტორიაში პირველი კერძო გაშვება კოსმოსში

30 მაისის საღამოს ილონ მასკის კომპანია SpaceX-მ კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან წარმატებული გაშვება განახორციელა. ბორტზე იმყოფებოდა ორი ამერიკელი ასტრონავტი ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც ადამიანი კოსმოსში კერძო კომპანიამ მიიყვანა. Twitter-ზე ისტორიულ გაშვებას 16 მლნ ადამიანი უყურებდა.

პრეზიდენტის არჩევნები ბელარუსში

აგვისტოდან მოყოლებული ყოველ უქმეებზე ბელარუსში საპროტესტო აქციებია, რომლის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების (9 აგვისტო) შედეგების წინააღმდეგ გამოდიან. ცესკოს მონაცემებით პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 80.1%-ით გაიმარჯვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ზე ოდნავ მეტი. ტიხანოვსკაია 11 აგვისტოს ლიეტუვაში გაემგზავრა და ხელისუფლება მასშტაბურ ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. სამართალდამცავმა ორგანოებმა კი პროტესტების რადიკალიზაციაზე განაცხადეს, აქციებმა ქუჩებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებში გადაინაცვლა.

 

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში

27 სექტემბრის დილას სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მხრიდან მთიან ყარაბაღზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანულმა მხარემ კი ყარაბაღში ოპერაციას საკუთარ სამხედროებზე თავდასხმის პასუხი უწოდა. 9-დან 10 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა რამდენიმე რაიონი. ზუსტი დანაკლისი ამ დრომდე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g