“2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა” – ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. 2021 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 2,271,692,761 (+182.5%) აშშ დოლარით.
“2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +237,255,596 (+188.2%) აშშ დოლარით.
"ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი შიდა ტურიზმის განვითარებაა" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წელს აჯამებს
ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, პირველად ჩატარდა სათხილამურო შეჯიბრი “ზურულდი 2022”.
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.
გასულ წელს გასულ წელს ჯამში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.
2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება.
ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია.
2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია”, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინიტსრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.