ევროპაში მოძრავ ყველა ავტომობილში ავტობუსსა თუ სატვირთოში გაჩნდება სპეციალური სენსორი, რომელიც მძღოლის მდგომარეობას გააკონტროლებს. თუკი მძღოლს ჩაეძინება, ან უბრალოდ რამით გაერთობა, მაგალითად ტელეფონით – სენსორი ხმაურს დაიწყებს.
ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირის გზები ბევრად უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს. არსებობს უამრავი ტექნოლოგია, რომელიც მძღოლის მდგომარეობას აკონტროლებს. მათ შორისაა სპეციალური კამერები, რომლებიც მძღოლის მიმიკებს შეისწავლიან, გარე კამერები, რომლებიც ავტომობილის გადაადგილებას ადევნებენ თვალს და ა.შ.
გარდა ამისა, ევროკავშირი ქვეყნებს გზების გაუმჯობესებას, სპეციალური სენსორების დამონტაჟებას, ავტომატური დამუხრუჭების სისტემის დანერგვას და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებასაც დაავალდებულებს.