LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლიდან საქართველოში კანქვეშა ჩიპები იქნება ხელმისაწვდომი

944
ჩიპები

2022 წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია Iplus ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ბოლო ფაზაში შევიდა.

„iPlus მოლაპარეკების ბოლო ფაზაში შევიდა შვედურ კომპანია „BioHax International“-თან. რათა საქართველოში შვედეთის შემდეგ პირველად, დაინერგოს ჩიპის ტექნოლოგია, რომელიც ძალიან გაგვიმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და კომფორტის უმაღლეს კლასს შემოგთავაზებთ.

BioHax International ის ჩიპები მაგრდება მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერა თითთან კანქვეშ, მისი საშუალებით თქვენ აღარ მოგიწევთ ჯიბეებში მანქანის გასაღების მოძებნა, სახლის ან პარკინგის კარის გასაღების ძებნა, ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ და დაგიმონტაჟებთ სპეციალირ დაცულ მოწყობილობებს, ბინაში, პარკინგში, სამსახურში, მანქანის საკეტზე რომ უბრალოდ ხელის ახლოს მიტანით და მასში ჩაშენებული უნიკალური კოდის საშუალებით შეძლოთ ყველა კარის გაღება

აღარ მოგიწევთ გასაღებების ჩანთით ან ხელით ტარება!

შვედეთში აღნიშნულ ტექნოლოგიას ამ ეტაპზე იყენებს უკვე 30 000 ზე მეტი ადამიანი.

ჩიპი დაპროგრამებულია RFID მარტივი სისტემით (თუმცა აქვს უდიდესი შესაძლებლობები სახელმწიფო და საბანკო სერვისების გამოყენების, როგორიცაა პასპორტის ჩაშენება, საკრედიტო ბარათების, საბანკო ანგარიშების, პირადი ინფორმაციის და ასე შემდეგ) თუმცა ჩვენ როგორც კომპანია უფლებამოსილი ვართ შემოგთავაზოთ საშუალების მხოლოდ ის სპექტრი რომელიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის და თქვენი კომფორტის ინტერესს წარმოადგენს

2022 წლის მარტის თვიდან უკვე შემოგთავაზებთ აღნიშნული სერვისით მომსახურების შესაძლებლობას.

ფასი ოფციების არჩევის მიხედვით განსხვავებული იქნება, დეტალურ ინფორმაციას ფასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები