LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის იანვრიდან პენსია გაიზრდება

670
moxuciqalioldlady-2018-06-07-DNBqK4tq0LXr

2022 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება.

ახალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსი.

როგორც ცნობილია, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით – 260 ლარამდე გაიზრდება.

ამავე პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარი იქნება.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირებისთვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის – 360 ლარი.

“პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციები, რომელთა კომპენსაციის დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე (და არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს)” – წერია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g