ამერიკულმა Forbes-მა 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგი გამოავლინა. პროცესში 57 ქვეყნიდან გამოიკითხა 150,000 დასაქმებული. მათ კომპანიები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს, მათ შორისაა, სამუშაო პირობები, განვითარების შესაძლებლობები, კორპორაციული გავლენა, უნარების განვითარება, თანასწორობა, სოციალური პასუხისმგებლობა და ბრენდის იმიჯი.
გამოკითხვის შედეგად Forbes-მა საუკეთესო 800 კომპანია გამოავლინა. პირველ ადგილზე კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung მოხვდა, რომელიც 266,673 თანამშრომელს ასაქმებს. კომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. Samsung – 266,673
2. Microsoft – 221,000
3. IBM – 250,000
4. Alphabet (Google) – 156,500
5. Apple – 154,000
6. Delta Air Lines – 80,000
7. Costco – 288,000
8. Adobe – 25,988
9. Southwest Airlines – 55,093
10. Dell – 133,000
11. Lockheed Martin – 114,000
12. Cisco – 79,500
13. BMW – 118,909
14. Amazon – 1,608,000
15. Decathlon – 100,000
16. Adidas – 61,401
17. Airbus – 125,000
18. Ferrari – 4,556
19. Fraunhofer – 30,028
20. Reliance Industries – 230,000.