2022 წელს ბელგიასა და ევროპულ დედაქალაქებში ქართული კულტურის ზეიმი გაიმართება.
ევროპალია – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც სექტემბრდან ბრიუსელში ჩატარდება და რომელიც საქართველოს მიეძღვნება.
ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალია საბანაძემ განაცხადა.
„ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ბრიუსელში იმართება ევროპული მასშტაბის ფესტივალი, რომელიც გრძელდება ოთხი თვის განმავლობაში. ძირითადი ადგილი არის ბრიუსელი, მაგრამ მოიცავს ბელგიას. ფესტივალი ეწყობა სამეფო ოჯახის პატრონაჟით. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ფესტივალი. ეს ღონისძიება მოიცავს კულტურის ყველა სფეროს. სექტემბრიდან იანვრამდე იმართება 400-მდე ღონისძიება. 2022 წლის ევროპალია – ასე ჰქვია ამ ფესტივალს, რომელიც საქართველოს მიეძღვნება. 2022 წლის სექტემბრიდან ბრიუსელში, მთლიანად ბელგიაში და ევროპულ დედაქალაქებში იქნება ქართული კულტურის ზეიმი,“ – განაცხადა ელჩმა.