ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული, 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 26.2%-ით მეტი 2019 წლის და 17.3%-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებელზე.
გასულ წელს, შემოსავლების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები. 2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს.
2023 წელს საქართველოში 4 669 467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 27.8%-ია.