LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2023 წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა… 50 პროექტით მხარდაჭერა მიიღო 39 000-ზე მეტმა ბიზნესმა… შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი… “ – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

120
ევროკავშირის და საქართველოს დროშები

გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას“– ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა 2023 წლის მთავარი მიღწევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

„გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.

ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული:

ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად.

ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.

ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ამასთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის.

2023 წლის მთავარი მიღწევები:

საქართველოში მოქმედმა 39,072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში;

შეიქმნა 36,973 ახალი სამუშაო ადგილი მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით;

458-მა მცირე და საშუალო საწარმომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა;

17,275-მა მცირე და საშუალო საწარმომ სესხი მიიღო;

371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი;

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს;

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში თანამშრომლების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

„ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ EU4Business ინიციატივის მეშვეობით, ევროკავშირი წლების განმავლობაში წარმატებით უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს და აძლიერებს მათ.

მათივე ცნობით, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ქვეყნის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას.

„ამაზე ინიციატივის შედეგებიც მეტყველებს, კერძოდ, 2021-იდან 2023 წლამდე:

ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 100,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი;

შეიქმნა 77,000 ახალი სამუშაო ადგილი;

შემოსავლის სახით მიღებულ იქნება დამატებით 550 მილიონი ევრო.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ქვეყნის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული ანგარიში ან ეწვიეთ ვებგვერდს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ EU4Georgia-ს ვებგვერდს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის EU4Business-ის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას, ექსპორტის ზრდას და…

Posted by European Union in Georgia on პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2024
EU4Business-ის ინიციატივა

🗨️ “ევროკავშირის საქართველოში მოქმედ ბიზნესს EU4Business-ის ინიციატივის მეშვეობით ეხმარება. საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ერთ-ერთი უმსხვილესი გარე დამფინანსებელი ვართ. 2021-2023 წლებში 100,000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარეთ, რის შედეგადაც შეიქმნა 77,000 ახალი სამუშაო ადგილი და შემოსავლის სახით მიღებულ იქნა დამატებით 550 მილიონი ევრო.” – მოისმინეთ ნიკოლას სენდროვიჩს, საქართველოში ევროკავშირის🇪🇺 წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს და გაიგეთ მეტი ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და განვითარებისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ: 🔗https://eu4georgia.eu/ka/sme-ganvitarebis-khelshetskoba/ *** 🗨️ “The EU is a strong supporter of businesses in Georgia through the EU4Business initiative. We are one of the largest external funder of the private sector development in Georgia. From 2021-2023, we have supported more than 100,000 SMEs. This created 77,000 new jobs and generated €550 million in extra income” – Listen to Nicholas Cendrowicz, Head of Cooperation at 🇪🇺EU Delegation to Georgia, and find out more about the EU support to the growth and development of small and medium-sized enterprises (SMEs) in Georgia: 🔗https://eu4georgia.eu/sme-growth-and-innovation-in-georgia/

Posted by European Union in Georgia on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2024
magti 5g