2023 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში 178 556 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა. სტატისტიკურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტო ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული:
- იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის – ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე;
- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;
- ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.
ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია: სააგენტოს დისტანციური მომსახურების საშუალებით; სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში; იუსტიციის სახლებში; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.