LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში კომერციული ბანკების მოგებამ 2.714 მილიარდი ლარი შეადგინა

167
ფული

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2023 წლის ფინანსური ანგარიშები წარუდგინეს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ჯამური მონაცემებიდან ირკვევა, რომ შარშან 17 ბანკის მთლიანმა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია.

საბანკო სექტორის ფინანსური ანგარიშების თანახმად, შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

  • შემოსავლები სესხებიდან – 6 მილიარდი ლარი
  • საკომისიო შემოსავლები – 672 მილიონი ლარი
  • მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან – 667 მილიონი ლარი
  • საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან – 751 მილიონი ლარი
  • საპროცენტო შემოსავლები ჯარიმებიდან – 109 მილიონი ლარი
  • საპროცენტო შემოსავლები განთავსებული სახსრების მიხედვით – 257 მილიონი ლარი

რაც შეეხება ბანკების საპროცენტო ხარჯებს, პირველ ადგილზეა მომხმარებელთა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რამაც 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა, მეორე ადგილზე კი თანამშრომელთა ხელფასები 1.1 მილიარდი ლარის ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g