LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის მსოფლიო ტრენდი დეკორსა და ჩაცმულობაში

1298
MAIN

ახალი წელი ნამდვილად ითვლება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად, რომელსაც განსაკუთრებულად ელიან და მასთან შეხვედრისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან. წლის ტენდენციები, მოდური ფერები, სუფრის განწყობის თავისებურება და საჩუქრები ამ დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შემოდის 2023 წელი და რა თქმა უნდა ბევრს აინტერესებს, როგორ მოაწყოს დეკორი, რომელი ფერები გაითვალისწინოს და რა დეტალებს მიაქციოს ყურადღება.

დავიწყოთ მოდის სფეროდან. 2023 წელს შავი კურდღლის წელი მოდის. შესაბამისად, ბევრი დეტალის პარალელურად, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რომელი ფერები იქნება ყველაზე აქტუალური და რა უნდა ჩავიცვათ ახალი წლის საღამოს, რომ წარმატება მოვიზიდოთ. მომავალი წლის წამყვანი ფერები მოდის ინდუსტრიაში ხაზს ბუნებასთან მიახლოებულზე ამახვილებს. მათ შორისაა: ცისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი,მწვანე,თეთრი და შავი. ამასთანავე ამ წლის ტანისამოსში დიდი ადგილს დაიკავებს ტყავი და ბეწვეული. ამიტომ როგორც სამოსის ასევე დეკორის ნაწილში ამ პალიტრის გამოყენება 2023 წლის ტენდენცია იქნება. ახალი წლის საღამოს კი ყველაზე აქტუალურია კოსტიუმები, რომლებიც მბზინავი ელემენტებითაა გაფორმებული.

სასურველია ეს დღე ოჯახურ გარემოში აღნიშნოთ. კურდღელს, სახლის გარემო განსაკუთრებულად უყვარს, ამიტომაც წარმატების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად, ამ დღეს მთელი ოჯახი სადღესასწაულო მაგიდასთან შეიკრიბოს.

რაც შეეხება სუფრის გაწყობას, ფერთა შერჩევისას უპირატესობა მივანიჭოთ რბილ, პასტელურ ფერებს და რა თქმა უნდა გამოვკვეთოთ წლის ფერები ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, შავი და თეთრი ფერები. სუფრაზე უხვად გქონდეთ თევზის კერძები,ხილი,ბოსტნეული და მწვანილეული.  ასტროლოგების თქმით, თუ გსურთ, მომდევნო წელი თქვენთვის წარმატებული იყოს, ოთახში, სადაც ახალი წლის შემოსვლას აღნიშნავთ, ბევრი ხის ნივთი უნდა გქონდეთ. ჩინური ტრადიციების მიხედვით, ამ წელს წარმატების მოსაზიდად ყველაზე კარგი კურდღლის პატარა ფიგურა იქნება, განსაკუთრებით – ოქროსფერი, რომელიც მონეტაზე იქნება წამოსკუპებული. ხელოვნურ ნაძვის ხეზე უარი თქვით, ხოლო ჩვეულებრივი ფიფქები ფოლგით გაკეთებული კურდღლით ჩაანაცვლეთ.გამოიყენეთ წლის ფერები სათამაშოების შერჩევისას,ასევე აქტუალური იქნება ხელნაკეთი დეკორი,გირჩები და ხის სათამაშოები. უფრო მეტი გლამურისთვის დეკორში მიმართეთ მძივებს, სათამაშოებს ბუმბულით, ცხოველების პრინტით, ბეწვით და ოქროსფერი ბრწყინვალებით. მათ ვისაც რეტრო სტილი მოსწონს შეუძლიათ გამოიყენონ თექა, კერამიკული ფიგურები, სანთლები. 2023 წლის დეკორში სკანდინავიური სტილი ასევე აქტუალური იქნება.თუ მსგავსი დეტალებით სახლის მორთვას გადაწყვეტთ დეკორში ხის, შალის პომპონები და აუცილებლად ზღაპრული პერსონაჟების ფიგურები დაამატეთ. ფინანსური კეთილდღეობისთვის ნაძვის ხეზე დაკიდეთ დეკორატიული მონეტები, ან მის ძირში განათავსეთ ყულაბა მონეტებით.

და ყველაზე მთავარი, განწყობა,შემართება და მოტივაცია,რაც წამყვანი უნდა იყოს ახალი წლის შეხვედრისას,რათა მომდევნო წელი წარმატებულად დაიწყოთ და დააგვირგვინოთ კიდეც.