LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან $795 მლნ მიიღო

121
TOPSHOT - A picture taken on January 28, 2018 shows people as they relax at the Hatsvali ski-resort. - With its rugged landscape of rocky peaks, virgin slopes and breathtaking vistas, Georgia's most isolated region, Upper Svaneti, is a magnet for skiers and even hopes to host the Winter Olympics one day. Famous for its ancient villages dotted with stone watchtowers, forested gorges and alpine valleys, this tiny Caucasus region is one of the highest and most remote settlements in Europe. (Photo by Andrey BORODULIN / AFP) / TO GO WITH AFP STORY by Andrey BORODULIN (Photo by ANDREY BORODULIN/AFP via Getty Images)

2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.

„2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით, ასევე, გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

magti 5g