LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები – რომელ ადგილზეა საქართველო

186
Capture

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი სახელმწიფო ფინეთი გახდა. როგორც CNN აზუსტებს, ქვეყანამ ეს სტატუსი წელს უკვე მეექვსედ მიიღო.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანა შეისწავლეს და ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა – სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური სერვისები, კორუფციის დონე, თითოეული მოქალაქის საშუალო შემოსავალი, თავისუფლების ხარისხი, კრიმინალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიკეთე, რაც ადამიანების ერთმანეთზე ზრუნვაში გამოიხატება.

ყველაზე ბედნიერ ქვეყანათა მეორე ადგილს დანია, მესამეს კი ისლანდია იკავებს. ლიდერთა ათეულში მოხვდნენ – ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ისრაელი, შვეიცარია, ლუქსემბურგი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მხოლოდ 90-ე პოზიციაზე ვართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები