ტეილორ სვიფტი, რიანა, ლედი გაგა, ტიმოთი შალამე, ჰარი სტაილზი, დუა ლიპა – ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სხვადასხვა წელს კოსტიუმების წვეულების – Met Gala თანაორგანიზატორის ფუნქცია ჩაიბარეს.
ცნობილი გახდა, რომ რომ Vogue-ის დირექტორ – ანა ვინტურს, 2024-ის გალა შეხვედრის დაგეგმვაში, ჯენიფერ ლოპესი დაეხმარება. ჯეი ლოს დებიუტი ღინისძიებაზე 2004 წელს, ,,დოლჩე და გაბანას” კაბით, თავად იტალიური მოდის სახლის დამფუძნებლებთან ერთად შედგა.
საპატიო მისიას შეასრულებენ ასევე: ბედ ბანი, ზენდაია და კრის ჰემსვორტი. ეს უკანასკნელი ყველაზე მოდურ საღამოზე პირველად გამოჩნდება.
2024 Met Gala-ს თემაა: ,,მძინარე ლამაზმანები: მოდის გამოღვიძება“, ხოლო დრესკოდი – The Garden of Time.