LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 Met Gala: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

432
met-gala-4_a96203

ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური და და მნიშვნელოვანი მოვლენა – Met Gala იმართება. ვარსკვლავური საღამო კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გამოფენას უკავშირდება, რომლის თემატიკაც, ღონისძიებას და მის ,,დრესკოდს” განსაზღვრავს.

წლევანდელი გამოფენა ისტორიულად ღირებულ, ხელშეუხებელ სამოსს აერთიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპონატებმა თავდაპირველი დანიშნულება დაკარგეს და სანახაობრივი ფუნქცია შეიძინეს, მოდის სახლებს, დიზაინერებსა და სელებრითებს, მათი ხედვით, ახლებურად უნდა წარმოეჩინათ, ,,გამოეღვიძებინათ” და პატივი მიეგოთ მივიწყებული ნამუშევრებისთვის. უდავოა, რომ მათ დავალებულ საქმეს, თავი ბრწყინვალედ გაართვეს. ექსპერტების შეფასებით, ლუქების უმრავლესობაში, ბუნების სილამაზე იგრძნობოდა.

2024-ის ივენთს, ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.

კოსტიუმების წვეულების თემა – ,,მძინარე ლამაზმანები – მოდის გამოღვიძება“, ხოლო ჩაცმის დაწესებული სტილი – The Garden of Time იყო.

წელს, ანა ვინტურს გალა შეხვედრის დაგეგმვასა და განხორციელებაში: ჯენიფერ ლოპესი, ზენდაია, ბედ ბანი და კრის ჰემსვორტი დაეხმარნენ.

ცნობილ სახეებს შორის, ვინც საზოგადოებას ,,ბუნებრივ” წითელ ხალიჩაზე გამოჩენით თვალი ასევე მოჭრა: დემი მური, ელ ფენინგი, არიანა გრანდე, ტეილორ რასელი, ზოი სალდანა, კოლმან დომინგო, ნიკოლას გალიცინი, პენელოპე კრუსი, ამანდა სეიფრიდი, Lil Nas X, ბრი ლარსონი, კენდალ ჯენერი, ლანა დელ რეი, ნიკოლ კიდმანი, ჰარის დიკინსონი, კიმ კარდაშიანი, ედ შირანი, ნაომი კემპბელი, Doja Cat, დუა ლიპა, კარა დელავინი, ჯეიდენ და უილოუ სმიტები, FKA Twigs, შაკირა და სხვები იყვნენ.

Met Gala 2024-ის წითელი ხალიჩის ყველა ფოტო იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები