,,ბილბორდმა” 2024 შეაჯამა. ჟურნალმა წლის განმავლობაში ბილბორდის ჩარტებში მიღწევების შედეგად, ყველაზე პოპულარული შემსრულებლები, სიმღერები და ალბომები დაასახელა. მათი ჩამონათვალი მუსიკალური ჟანრების მიხედვითაც წარადგინეს.
გამოცემამ სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა კატეგორიის ჰიტ-აღლუმში სინგლების და ალბომების გაყიდვების, რადიოროტაციისა და სხვა პარამეტრების თანახმად გამოაქვეყნა.
ტოპ არტისტებს შორის პირველი ადგილი, ტეილორ სვიფტმა დაიკავა. მეორეზე მორგან უოლენი, ხოლო მესამეზე – ზაკ ბრაიანი დასახელდა.
საუკეთესო მომღერალთა რეიტინგში ასევე მოხვდნენ: დრეიკი, საბრინა კარპენტერი, ბილი აილიში, SZA, ლუკ კომბსი, Post Malone და კენდრიკ ლამარი.
საუკეთესო სიმღერების ათეულის სათავეში ტედი სუიმსის Lose Control მოექცა. მეორე ადგილზე Shaboozey-ის A Bar Song (Tipsy), ხოლო მესამეზე – ბენსონ ბუნის Beautiful Things დასახელდა.
10 საუკეთესო ალბომის სიასაც, ტეილორ სვიფტი ლიდერობს. მეტიც, თემატურ ჩამონათვალში არტისტი დამატებით სამი სხვა დისკითაც მოხვდა და მეორე, მეცხრე და მეათე ადგილები დაიკავა. სიის სამეულს, მორგან უოლენი ხურავს.
გამოვლინდნენ წლის ყველაზე წარმატებული ახალბედა შემსრულებლებიც.
საუკეთესო ახალ არტისტად, ჩაპელ როანი აღიარეს. მეორე ადგილი ტედი სუიმსს, მესამე ბენსონ ბუნს, მეოთხე Shaboozey-ის, ხოლო მეხუთე – ტომი რიჩმენს მიანიჭეს.
ცნობისთვის, ,,ბილბორდი” საკუთარ ჩარტებზე დაყრდნობით, შემაჯამებელ რეიტინგებს, 1946 წლიდან აქვეყნებს.