LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს ევროპის ქვეყნებს 793 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

106
ტურიზმი

გლობალური ბაზრის მკვლევარმა კომპანიამ Euromonitor International 2024 წლის ტოპ 100 მიმართულების ინდექსი გამოაქვეყნა.

საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი, ჯამში, 55 კრიტერიუმს ეყრდნობა, მათ შორისაა ეკონომიკური და ბიზნეს მაჩვენებლები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული პოლიტიკა და მიმზიდველობა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, მდგრადობა.

ანგარიშის თანახმად, გლობალური საერთაშორისო ვიზიტები 2024 წელს წლიურად 19%-ით გაიზარდა, რაც ტურისტების რაოდენობის მატებით იყო განპირობებული.

საანგარიშო პერიოდში ევროპა კვლავ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად დარჩა. კერძოდ, შარშან ევროპის ქვეყნებს, ჯამში, 793 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ქალაქები იყო პარიზი, მადრიდი, ტოკიო, რომი, მილანი, ნიუ-იორკი, ამსტერდამი, სიდნეი, სინგაპური და ბარსელონა.

რაც შეეხება გლობალურად ტურიზმზე გაწეულ ხარჯებს, 2024 წელს მან თითქმის 2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g