LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 57 უწყებას შეამოწმებს

169
აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა წარადგინა, რომელიც 57 აუდიტით განსაზღვრა (შარშან 52 უწყება შემოწმდა). უფრო კონკრეტულად, ჩატარდება: 13 ფინანსური, 28 შესაბამისობის და 16 ეფექტიანობის აუდიტი.

ფინანსური აუდიტი:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • საგადასახადო შემოსავლები
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება

უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტები

  • საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტი
  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ხარჯვითი ოპერაციებისა და ქონების მართვის შესაბამისობის აუდიტი
  • მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტი

შესაბამისობის თემატური აუდიტები

  • ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტი
  • სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი
  • სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტი
  • სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი
  • სსიპ – სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის – „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი
  • სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი
  • სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) შესაბამისობის აუდიტი
  • შპს „ენგურჰესის“ შესაბამისობის აუდიტი
  • საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი
  • ქედის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • შუახევის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ხულოს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • აბაშის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ონის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის – „მოსახლეობის სოციალური დაცვა“ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
  • სსიპ – ეკონომიკური პროგრამების სააგენტოში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
  • შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედში“ შემოსავლების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, მიღება/ხარჯვისა და გამოყენების შესაბამისობის აუდიტი

ეფექტიანობის აუდიტები

  • შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობა
  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში
  • „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვა (შემდგომი რეაგირება)
  • ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები
  • საჯარო სექტორში არსებული რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების მართვა
  • მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების აღრიცხვა, ანალიზი და გამოყენება
  • შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP)
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კარიერული და წოდებრივი ზრდის სისტემების მართვა
  • სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობა
  • სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა
  • განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების სოციალური ინტეგრაცია
  • პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვა
  • ციფრული ჯანდაცვა
  • სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობა
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვა
  • მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა და განკარგვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები