ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული“.
მისი განმარტებით, ბარიერის დაწევა, იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება.
„ყველამ იცის, რომ 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პირველ რიგში იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ჩვენ დაველოდებით, დავაკვირდებით რამდენად არის ეს სურვილი რადიკალური ოპოზიციის მხარესაც. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს კობახიძე.