LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლიდან კურორტ აბასთუმანს გადაკეტავენ და იქ მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს

383
pjimage-1-2-770x513

კურორტი აბასთუმანი სრულად 2024 წელს გაიხსნება. „2023-ში სამი სასტუმრო – რუმსი, პარაგრაფი უკვე იქნება, 2024-დან უკვე გადავკეტავთ და მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს“, – ამის შესახებ გასულ თვეს, BMGTV-ის ეთერში პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა განაცხადა.

სოსო ტყემალაძემ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის. სოსო ტყემალაძის ინფორმაციით, კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ჯამში 1.3 მილიარდ ლარს ხარჯავენ.

„აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესაა გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს – ხარჯავს კერძო სექტორი, ესაა ბატონი ბიძინას „პარაგრაფი”, ესაა „რუმსი“, ხარებავების პროექტი, პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში, პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად“, – აღნიშნა სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g