LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, 146 კი გასაშვილებელი სტატუსის მქონეა

215
შვილად აყვანა

მიმდინარე წლის 6 თვის – იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, ხოლო მშვილებელ პირთა რაოდენობა 1667-ს შეადგენს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან-ივნისამდე პერიოდში, გაშვილებული ბავშვების რაოდენობა არის 8.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება. 1324 ბავშვიდან 410 შშმ პირია.

სააგენტოს ინფორმაციით, ნათესაურ მინდობით აღზრდაში 137 ბავშვი იმყოფება, ხოლო მცირე საოჯახო ტიპის სახლებში 221 ბავშვი ირიცხება.

Dio magti 5g