LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

114
ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 8%-ით გაიზარდა და კვარტალურ ჭრილში რეკორდული მოცულობა – 1.563 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში,  წლიურად, 6.5%-ით გაიზარდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები და ასევე რეკორდულ მოცულობას – 3.461 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (33.8%-ით) და საუდის არაბეთიდან (13.1%).

ჯამურად, იანვარ-სექტემბერში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (24.9%-ით) და ევროკავშირიდან (6.7%-ით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g