LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 47 ქვეყანაში გავიდა

177
ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში ექსპორტირებულია 47.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 16.7 მლნ ლიტრს შეადგენს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა: პოლონეთი (27%), გერმანია (4%), ესტონეთი (41%), იაპონია (549%), უკრაინა (27%), კანადა (472%), ისრაელი (37%) და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g