საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა არის: რუსეთის ფედერაცია – $53 მლნ (წინა წელთან შედარებით კლება – 76.30%), იტალია – $46.67, აშშ – $44.76, ისრაელი – $21.10 და საბერძნეთი – $20.96.
2024 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.